Belive

კრისტიან ძაკარდო: "მალე საქართველოდან კიდევ ერთ სახელს და გვარს გაიგებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში მონაწილეობას იღებდა, კიდევ ერთი ქართველის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

tuttomercato-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვარას ტრანსფერის შემდეგ ვნახავთ თუ არა სხვა ქართველ ფეხბურთელს იტალიაში, 40 წლის იტალიელმა ასეთი პასუხი გასცა: "დიახ. ჩვენ 2003 წელს დაბადებული ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი მოგვწონს. ჯერჯერობით მისი სახელის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, დადგება დრო, როცა მის სახელს ყველანი გავიგებთ", - თქვა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა.

კრისტიან ძაკარდო რამდენიმე კვირის წინ, მამუკა ჯუღელთან ერთად საქართველოშიც იმყოფებოდა და როგორც აღნიშნა, ქართულ ფეხბურთთან თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად აპირებს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას "აძურის" მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები