Belive

კრისტიან ერიკსენისთვის ორი გრანდი იბრძვის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიის ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი ევროპული გრანდების თვალთახედვის არეში მოხვდა. "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" ერიკსენში ერთმანეთს ეცილებიან. ესპანური გრანდი ერიკსენს ლუკა მოდრიჩის მემკვიდრედ აღიქვამს. "პარი სენ-ჟერმენი" კი დანიელს დიდი ხანია უკვე აკვირდება. თავად ერიკსენი მიმდინარე სეზონში თავისი პოზიციით უკმაყოფილოა. ის თვლის, რომ მაურისიო პოჩეტინო სხვა პოზიციაზე ათამაშებს. ამას დაემატა ტრავმა, რომელიც ფეხბურთელმა მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. ჯერჯერობით დანიელის მომავალი გაურკვეველია.

სხვა სტატიები