Belive

კრისტიან ერიქსენი: "ისევ ძველებურ ფორმაში ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მინდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმა 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი მიზანია ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. თამაში მინდა. ეს იყო ჩემი ფიქრები მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არის მიზანი, ოცნება. ამირჩევენ თუ არა ნაკრებში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩემი ოცნებაა დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია დავბრუნდე, რადგან განსხვავებულად არ ვგრძნობ თავს. ფიზიკურად, ტოპ ფორმაში დავბრუნდები. ეს იყო ჩემი მიზანი. ცოტა დრო რჩება, ამიტომ იქამდე ვაპირებ ფეხბურთის თამაშს, რათა დავამტკიცო, რომ იმავე დონეზე დავბრუნდები. ჩემი ოცნებაა ისევ შევუერთდე ეროვნულ გუნდს და კვლავ ვითამაშო "პარკენ არენაზე" და დავამტკიცო, რომ გულის გაჩერება ერთჯერადი იყო და ეს აღარ განმეორდება. მინდა დავამტკიცო, რომ გადავედი და ისევ შემიძლია ნაკრებში თამაში. მწვრთნელის გადასაწყვეტია ჩემი დონის შეფასება, მაგრამ ჩემი გული არ არის დაბრკოლება. საოცარი იყო იხ მხარდაჭერა, რომელიც ამდენი ადამიანის მხრიდან ვიგრძენი. ისინი ყვავილებს მიგზავნიდნენ. საავადმყოფოში სულ ამბობდნენ, რომ სულ უფრო მეტ ყვავილს ვიღებდი. უცნაური იყო, რადგან არ ველოდი, რომ ხალხი ყვავილებს გამოგზავნიდა, რადგან მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში მოვკვდი. ეს იყო საკმაოდ არაჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო და ჩემთვის დიდი დახმარება აღმოჩნდა ამ საუკეთესო სურვილების მიღება - ხალხი ისევ მწერს. მადლობა გადავუხადე იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადად შევხვდი. მე პირადად მადლობა გადავუხადე ექიმებს, ჩემს თანაგუნდელებს და მათ ოჯახებს. მაგრამ ყველა გულშემატკივარს, ვინც ათასობით წერილი, ელ-წერილი და ყვავილი გამომიგზავნა, ან რომლებიც ჩემთან მოვიდნენ ქუჩაში - როგორც იტალიაში, ასევე დანიაში - საჯაროდ მადლობას ვუხდი მათ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღე მთელ მსოფლიოში, რომელიც დამეხმარა", - თქვა კრისტიან ერიქსენმა ბოლო ინტერვიუში.
მას შემდეგ, რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სამედიცინო ჯგუფის კონსულტაციის შემდეგ, ერიქსენს იტალიის ტერიტორიაზე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, მილანის "ინტერმა" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. იგი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. 2021 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, 29 წლის ნახევარმცველს გული გაუჩერდა და მას სიცოცხლის გადასარჩენად დეფიბრილატორი (ელექტრო-შოკი, ICD) დაუმონტაჟეს.

სხვა სტატიები