Belive

კრისტიან ერიქსენი პოლიციამ გააფრთხილა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიელი ფეხბურთელი "ინტერს" მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და მას საშინლად არ გაუმართლა. იტალიაში კორონავირუსმა ცხოვრების რიტმი მთლიანად შეცვალა და ახლად გადმოსული ფეხბურთელისთვის ამ ყველაფერთან შეგუება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერიქსენისთვის სიტუაცია კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ დანიელმა კორონავირუსამდე სახლის ყიდვა ვერ მოასწრო და საკარანტინო პერიოდი "ნერაძურის" სავარჯიშო კომპლექსში გამოყოფილ ოთახში გაატარა, რაც ნამდვილად არასასიამოვნო გახლდათ. ბუნებრივია, რომ ერთ ოთახში ცხოვრება კრისტიანს მობეზრდა და ერთ დღეს მან გადაწყვიტა, რომ გარეთ გასულიყო და სხვა თანაგუნდელის სახლში დაეძინა. როდესაც ერიქსენი გარეთ გავიდა, იგი პოლიციამ შენიშნა და უმალვე გააჩერა. სამართალდამცავებმა გამოჰკითხეს ფეხბურთელს თუ სად ან რატომ მიდიოდა. "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა აუხსნა, რომ რომელუ ლუკაკუსთან ან ეშლი იანგთან აპირებდა წასვლას, რადგან ერთ ოთახში ცხოვრება მობეზრდა. დანიელ ვარსკვლავს ხსენებულ გუნდელებთან სურდა საკარანტინო პერიოდის გაგრძელება, მაგრამ პოლიციამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა და უკან საწვრთნელ ბაზაზე დააბრუნა. შეგახსენებთ. რომ ერიქსენს ჯერჯერობით ინტერში მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები