Belive

კრისტიან პანუჩი შესაძლოა რომას მთავარი მწვრთნელი გახდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, თუკი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ეუსებიო დი ფრანჩესკო დატოვებს, დიდი შანსია, რომ მას კრისტიან პანუჩი ჩაანაცვლებს, რომელიც რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელოს ყოფილი თანაშემწე იყო. პანუჩის გარდა, "რომას" ხელმძღვანელად "ლესტერის," "ბაზელისა" და "ფიორენტინას" ყოფილი მწვრთნელი, პაულო სოუზაც განიხილება. თუმცა ცნობილია, რომ პანუჩის კანდიდატურას ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი ემხრობიან. პანუჩი "რომაში" 2001-დან 2009 წლამდე თამაშობდა. იტალიელმა მცველმა "ჯალოროსიში" 229 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მის სამწვრთნელო გამოცდილებას, 45 წლის პანუჩი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან 2014-მდე მუშაობდა - იგი ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო. ამჟამად კი პანუჩი ალბანეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს.

სხვა სტატიები