Belive

კრისტიან რომერო: "ეს არის მიზეზი, რის გამოც მესი საუკეთესოა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ტოტენჰემისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველმა - კრისტიან რომერომ, 2022 წლის მუნდიალის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან არგენტინის ნაკრებისა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"კარგ ფორმაში ვართ, დიდხნიანი დაუმარცხებელი სერია გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეს სერია მსოფლიო ჩემპიონატზეც გაგრძელდება. იმდენად კარგად ვართ მომზადებულები, რომ შეგვწევს ჩემპიონობის ძალა, თუმცა ამაზე წინასწარ საუბარი ურთულესია.

რაც შეეხება ლეო მესის, ამდენი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვთამაშობ და არასდროს არავის გაუგია მისგან ის ფაქტი, რომ "ის საუკეთესოა", იგი ამას არც იმჩნევს, სწორედ ეს არის მიზეზი, რაც მას ყველა დროის საუკეთესოდ აქცევს...

ლეო ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, მაგარ ფორმაში იმყოფება და ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ სანაკრებო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით დაასრულოს".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე 22 ნოემბერს ერთვება, სადაც თბილისის დროით 14:00 საათზე საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები