Belive

კრიზისში მყოფი არსენალის ფეხბურთელები კოლოსალურ ხელფასს იღებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "არსენალი" კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. "მეთოფეების" სათამაშო ფორმა იდეალურისგან ძალიან შორსაა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახება. განვლილ 14 ტურში "არსენალმა" 19 ქულის დაგროვება შეძლო და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებმა უნაი ემერის გუნდიდან გაშვება განიზრახეს და ესპანელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. ღრმა კრიზისის მიუხედავად, "არსენალის" ფეხბურთელები კოლოსალურ ანაზღაურებას იღებენ. "არსენალის" ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი მესუთ ოზილს აქვს, რომელიც კვირაში 350.000 ფუნტს იღებს. მესუთ ოზილი - (18.2მ / £350.000) პიერ-ემერიკ ობამეიანგი - (10.4მ / £200.000) 
ალექსანდრ ლაკაზეტი - (9.4მ / £182.000)
ნიკოლას პეპე - (7.2მ / £140.000)
დავიდ ლუიზი - (6.5მ / £125.000)
ჰექტორ ბელერინი - (£5.7მ / £110.000)
სეად კოლაშინაცი - (5.2მ / £100.000)
ბერნდ ლენო - (5.2მ / £100.000)
გრანიტ ჰაკა - (5.2მ / £100.000)
სოკრატის პაპასტატოპულოსი - (4.7მ / £92.000)
შკორდან მუსტაფი - (4.6მ / £90.000)
ლუკას ტორეირა - (3.9მ / £75.000)
კალუმ ჩემბერსი - (2.6მ / £50.000)
მატეო გენდუზი - (2მ / £40.000)
აინსლი მაიტლანდ-ნაილსი - (1.8მ / £35.000)
რობ ჰოლდინგი - (1.3მ / £25.000)
კონსტანტინოს მავროპანოსი - (1.3მ / £25.000)
ემილიანო მარტინესი - (1მ / £20.000)

სხვა სტატიები