Belive

კროოსი გერმანელ ჟურნალისტს: ,,90 წუთი გქონდა, შენ კი ეს სულელური შეკითხვები მოიფიქრე''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ტონი კროოსი, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, ZDF-ის ჟურნალისტის დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა:

კროოსი - ამ წარმატებაზე ფიქრს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. მატჩის შემდეგ ტრიბუნებზე ახლობლებს ვეძებდი, რადგან ეს ჩემთვის განსაკუთრებული ტიტულია. დღეს მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იყო. არაერთხელ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა აქამდეც მომიგია, ყოველთვის მინდოდა, რომ ყველა ბავშვი სტადიონზე ყოფილიყო. სწორედ ასე მოხდა დღესაც. ამ საოცარი განცდების აღწერა შეუძლებელია. ჟურნალისტი - განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას ეს არც ისე აშკარა იყო... კროოსი - და რა არის აშკარა? ჩემპიონთა ლიგის მოგება გარანტირებული არავისთვისაა. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიცით, რომ ლივერპული დიდებული გუნდია. რას ნიშნავს იყო თუ არა აშკარა? ჩვენ მოვიგეთ, სულ ესაა! ჟურნალისტი - მოულოდნელი იყო, რომ რეალს ფინალში ასეთი პრობლემები შეექმნა? კროოსი - სიმართლე გითხრა, 90 წუთი გქონდა, რომ შეკითხვები მოგეფიქრებინა და ახლა რაღაც უაზრო კითხვებს მისვამ. ეს სიგიჟეა! ჟურნალისტი - არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია, რადგან... კროოსი - გასაგებია, რომ ლივერპულთან მატჩში ზოგჯერ პრობლემები გექნება. ეს რა კითხვაა? ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო და არა ჯგუფური ეტაპის რიგითი შეხვედრა... ჟურნალისტი - დიახ, მაგრამ აშკარა იყო, რომ რეალს ფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდა. კროოსი - შეწყვიტე, ჯობია წავიდე! - ამის შემდეგ ფეხბურთელმა ინტერვიუ შეწყვიტა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

სხვა სტატიები