Belive

კროოსი | მესის ოქროს ბურთი საერთოდ არ დაუმსახურებია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ოქროს ბურთის 2021 წლის დაჯილდოების გამარჯვებულ, ლეო მესიზე ისაუბრა.
"ეს აბსოლუტურად დაუმსახურებელია." "ეჭვგარეშეა, რომ მესი, რონალდუსთან ერთად, გასული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ წელს, ლეოზე წინ სხვები უნდა ყოფილიყვნენ. ჩემთვის, თუ საუკეთესო ინდივიდუალურ ფეხბურთელს ეძებთ, ნომერ პირველი კარიმ ბენზემა იყო. მე შემიძლია ახლოს დავინახო, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ის. როდესაც ვხედავ, თუ რამდენ გადამწყვეტ გოლს იტანს კრიშტიანუ - მიჩნდება აზრი, რომ მესის წინ რონალდუც შესაძლებელია ყოფილიყო. "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ პორტუგალიელის დამსახურებითაა," - ამბობს ტონი კროოსი.

სხვა სტატიები