Belive

კროოსი: "რთულია რეალისთვის 2016-18 წლების დროინდელი დიდების დაბრუნება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" გერმანელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ რთულია "ბლანკოსისათვის" იმ დიდების დაბრუნება, რომელსაც სამეფო კლუბმა ზიდანთან ერთად 2016-2018 წლებში მიაღწია. "რეალში" გატარებული 5 სეზონის შემდეგ, კროოსი თვლის, რომ დღევანდელი "რეალი" გასული წლების "რეალთან" შედარებით გაცილებით სუსტია. "ჩვენ უკეთესი ფეხბურთის თამაში გვსურს. თუ უკეთ ვითამაშებთ არაერთ თასზე შევძლებთ ბრძოლას და არაერთი ტიტულის მოპოვებას შევეცდებით. რთულია "რეალისთვის" იმ დიდების დაბრუნება, რომელსაც სამეფო კლუბმა ზიდანთან ერთად 2016-2018 წლებში მიაღწია. რთულია კვლავ იმ დონეზე ასპარეზობა. 2019 წლის მარტში დაბრუნებულ ზიდანს, რადიკალურად განსხვავებული "რეალი" დახვდა", - აღნიშნა ტონი კროოსმა.

სხვა სტატიები