Belive

კროოსის მერე რეალთან კონტრაქტს მოდრიჩიც ახანგრძლივებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალში" კონტრაქტების გახანგრძლივების სერია გრძელდება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და ოქროს ბურთის მფლობელმა, ლუკა მოდრიჩმა ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა. ხორვატი ნახევარმცველი მადრიდში 2021 წლამდე დარჩება. ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და ფრანგი სპეციალისტის ერაში, მოდრიჩს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივეს ტონი კროოსმა და ნაჩი ფერნანდესმა.

ასევე იხილეთ: ტონი კროოსმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

სხვა სტატიები