Belive

კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ასაკში, ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. გერმანელმა ფეხბურთელმა უკანასკნელი სანაკრებო მატჩი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც "ბუნდესნაკრები" ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
"ნაკრებში თამაში უდიდესი სიამოვნებაა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული... მინდა მაქსიმალურად ვკონცენტრირდე ჩემს საკლუბო კარიერაზე და "რეალთან" ერთად დასახულ მიზნებს მივაღწიო. ამასთან ერთად, მინდა რომ ჩემს მეუღლესა და 3 შვილს მეტი დრო დავუთმო. გერმანიის ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. დიდი მადლობა გულშემატკივარს იმ მხარდაჭერისა და აპლოდისმენტებისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობა კრიტიკოსებს, რომლებიც მეტ მოტივაციას მძენდნენ. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იოახიმ ლიოვს, რომელმაც მომცა საშუალება, მეთამაშა ნაკრებში. ის მე ყოველთვის მენდობოდა და მისი ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. კიდევ ერთხელ, გერმანიის ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჰანსი ფლიკს წარმატებებს ვუსურვებ", - აცხადებს კროოსი.
ტონი კროოსმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 106 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ამ პერიოდში, მან 16 გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები