Belive

კულიბალი მაურისიო სარისთან მომხდარ გამაოგნებელ ისტორიას იხსენებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კალიდუ კულიბალიმ მაურისიო სარისთან მომხდარი გამაოგნებელი ისტორიის შესახებ ისაუბრა. კულიბალის მტკიცებით, სარის არ სურდა რომ იგი მისი მეუღლის მშობიარობას დასწრებოდა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე დასვა. 2016 წლის იანვარში, "სასუოლოსთან" მატჩის წინ,  სენეგალელ მცველს მეუღლემ შეატყობინა, რომ მშობიარობა ეწყებოდა და მის გვერდით სურდა ყოფნა. კულიბალის საკმაოდ გაუჭირდა მაურისიო სარისათვის აღნიშნულ საკითხზე დალაპარაკება თუმცა ძალები მოიკრიბა და მას გათავისუფლება სთხოვა. "სარიმ შემომხედა და მითხრა - არა, არა, არა. კული, მე შენ ამაღამ მჭირდები. ძალიან მჭირდები. წასვლის უფლება არ გაქვს." "მე ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე მშობიარობს და უნდა წავიდე. შეგიძლია დამაჯარიმო ფინანსურად, ან დამსაჯო, არ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებ მაგრამ მე მივდივარ." "სარი დაძაბული მიყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. ეწევა, ეწევა და ფიქრობს... საბოლოოდ მან თანხმობა განაცხადა. კარგი, კარგი შეგიძლია სამშობიაროში წახვიდე, მაგრამ მატჩისათვის უნდა დაბრუნდე, რადგან ძალიან მჭირდები." "სარის თხოვნა შევასრულე და სამშობიაროდან პირდაპირ სტადიონზე მივედი. სათამაშოდ მოვემზადე, სარი გასახდელში შემოვიდა და ძირითადი შემადგენლობის სქემა წარადგინა, რომელშიც ჩემი თავი ვერ ვიპოვე." "ვუთხარი, ბატონო - ჩემი შვილი! ჩემი ცოლი! თქვენ რა დამცინით? მან გაიკვირვა და მითხრა - რა? ეს ჩემი არჩევანია." "თქვენ მითხარით, რომ გჭირდებით. დიახ გვჭირდები, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე - მიპასუხა მაურისიო სარიმ." აღსანისნავია, რომ "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, კულიბალი 22-ე წუთზე შევიდა მოედანზე. მატჩი "ნაპოლის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები