Belive

კულიბალიმ სენეგალის საავადმყოფოსთვის სასწრაფო დახმარების მანქანა და სამედიცინო აღჭურვილობა იყიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მცველმა, კალიდუ კულიბალიმ 30-ე დაბადების დღე ქველმოქმედებით აღნიშნა და სამშობლოში ერთ-ერთ საავადმყოფოს დაეხმარა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელმა ორი სასწრაფო დახმარების მანქანა, სამედიცინო აღჭურვილობა, საკაცეები და მედიკამენტები შეიძინა და ეს ყველაფერი ნეაპოლიდან სენეგალში გემით გააგზავნა. სოციალურ ქსელში კულიბალის ბოლო პოსტს არაერთი გულშემატკივარი გამოეხმაურა:

,,შენით ვამაყობთ! მიყვარს ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარმომავლობასა და კულტურას არ ივიწყებენ.'' ,,დიდი ადამიანი და დიდი ფეხბურთელი ხარ, რომელსაც უზარმაზარი გული აქვს!'' ,,შენით ვამაყობთ, ჩემპიონო!''
კულიბალიმ გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები