Belive

კულიბალიმ ტერის დაურეკა და 26-ნომრიანი მაისური სთხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ჩელსის'' ახალწვეულმა, კალიდუ კულიბალიმ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. სენეგალელმა ლონდონური გუნდის ლეგენდარულ კაპიტანს, ჯონ ტერის, დაურეკა და 26-ნომრიანი მაისური სთხოვა:

კულიბალი - ,,ბოდიში ჩემი ინგლისურისთვის, კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მაქსიმუმს ვეცდები. ჯონ, მინდოდა, რაღაც მეთხოვა, რადგან, როგორც იცი, ნაპოლიში 26-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი და ვხედავ, რომ მას შემდეგ, რაც შენ გუნდი დატოვე, ეს ნომერი "ჩელსიში" არავის აუღია. არ ვიცი, ზოგადად, ეს ნომერი ამოიღეს თუ, უბრალოდ, არავინ იღებს მას. მინდოდა, მეკითხა, შემიძლია თუ არა მისი არჩევა?'' ტერი - ,,26 ნომერი ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო. ვაფასებ, რომ დამირეკე. ჩემთვის პრობლემა არ იქნება თუ ამ ნომერს აიღებ, ძალიან სასიამოვნოა. წარმატებებს გისურვებ, რადგან ვიცი, როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს ნომერი ჩემთვის, ასე რომ, სიამოვნებით, მეგობარო! გაძლევ 26 ნომერს!''
,,ჩელსიმ'' კულიბალის სანაცვლოდ ,,ნაპოლის'' 33 მილიონი ფუნტი გადაუხადა. 31 წლის მცველმა გასულ სეზონში ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 26 ნომრიანი მაისური ,,ჩელსიში'' სულ 5 ფეხბურთელს - ჯონ ტერის, ლორენ შარვეს, ნეილ კლემენს, მაიკლ დიუბერისა და ენდი დაუს ეცვა.

სხვა სტატიები