Belive

კულიბალიმ ბარსელონას შემოთავაზებაზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კალიდუ კულიბალიმ "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვა. 31 წლის სენეგალელ მცველს კარიერის დასრულება "ნაპოლიში" სურს. კულიბალის ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ის აპირებს, რომ სეზონის განახლებამდე "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან თავისი მომავალაი ხელშეკრულება განიხილოს. "ბარსელონას" გარდა კულიბალის გადაბირებით "იუვენტუსიც" ინტერესდება. კულიბალი "ნაპოლიში" 2014 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში კალიდუმ 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები