Belive

კუმანი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე: ,,ეს გადაწყვეტილება პირადულია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ,,გრანადასთან'' მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის მიღებულ 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა:
,,ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პირადულია, რადგან ჩემი სიტყვები შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ადამიანი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. აქ რაღაც სხვა ხდება,'' - კუმანის სიტყვებს მარკა ციტირებს.
,,ბარსელონამ'' სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა გუნდის აპელაცია არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა. კუმანმა დისკვალიფიკაციის გამო ,,ვალენსიასთან'' მატჩი გამოტოვა. დღეს კატალონიელები ,,ლა ლიგის'' 35-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლებენ, ნიდერლანდელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე კვლავ არ იქნება.

სხვა სტატიები