Belive

კუმანი: "ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
28-29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფური ეტაპის მეორე წრე საკმაოდ საინტერესო მატჩებით იყო დაკომპლექტებული და შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად სანახაობრივი შეხვედრებიც ვიხილეთ. "ბარსელონას", რომელსაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "ბაიერნის" წინააღმდეგ 0:3 ჰქონდა წაგებული და ამავდროულად კარში ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონდა, მეორე წრის შეხვედრა "ბენფიკას" წინააღმდეგ პორტუგალიაში მოუწია. საყურადღებოა, რომ კატალონიელებმა პირველი შეხვედრის მსგავსად, თამაში 3:0 წააგეს, თანაც კვლავ ისე, რომ კარში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა. 2 ტურის მონაცემებით ესპანური გუნდი, 0 ქულით, 0 გატანილი და 6 გაშვებული ბურთით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით ფეხბურთის ექსპერტებსა და ქომაგებში გაჩნდა მოსაზრება, რომ კუმანი ესპანური გრანდის მთავარი სპეციალისტის პოსტს დატოვებს ან დაატოვებინებენ. მატჩის შემდეგ კუმანმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ კლუბი ორჯერ წაგებული 3:0-ის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. "თუ კლუბის წევრები, როგორც ფეხბურთელები, ასევე "ბარსელონას" თითოეული თანამშრომელი არ აღიარებს გუნდში არსებულ კრიზისსა და რთული მდგომარეობას, პირადად მე უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში, თუმცა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ", - აცხადებს კუმანი. ესპანურ პრესაში იწერება, რომ კუმანი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ დგება არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რასაც თან ერთვის შაბათს, ლა ლიგაში, კამპ ნოუზე გასამართი მატჩი, "ატელტიკოს" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არსებული ურთულესი ვითარების ფონზე, "ბლაუგრანას" ლა ლიგაშიც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მარცხი არ აქვს, 6 თამაშის შემდეგ "ბარსელონა" მე-6 პოზიციაზე იმყოფება. იხილეთ ბარსელონა Vs. ბენფიკა (ვიდეომიმოხილვა).

სხვა სტატიები