Belive

კუმანი - ბარსელონამ მატჩი პირველივე ტაიმში წააგო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ "ბლაუგრანამ" შეხვედრა პირველ 25 წუთში წააგო. კუმანის მტკიცებით, "ბარსელონამ" პირველი ტაიმის საწყისი 25 წუთი ძალიან ცუდად, შიშითა და აგრესიის გარეშე გაატარა.
"მარცხი დიდწილად განაპირობა საწყის 25 წუთში განვითარებულმა მოვლენებმა. ძალიან ცუდად, შიშითა და აგრესიის გარეშე ვთამაშობდით. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მოედანზე არ წასაგებად გავედით, ნაცვლად იმისა, რომ თამაშზე კონტროლი დაგვემყარებინა. დაცვაში კარგად არ გამოვიყურებოდით. მატჩი პირველი ტაიმის საწყის 25 წუთში დავთმეთ. ჩვენ არ ვიასპარეზეთ იმ დონეზე, რომელსაც გულშემატკივარია მიჩვეული და რომელსაც ჩვენგან ითხოვენ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა გავითავისოთ - დღეს "იუვენტუსი" გაცილებით კარგი გუნდი აღმოჩნდა", - აღნიშნა რონალდ კუმანმა.

სხვა სტატიები