Belive

კუმანი: "ბარსელონაში მშვიდი ცხოვრების იმედი არ მაქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესიმ კატალონიური გრანდის ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს ერთობისკენ მოუწოდა. არგენტინელი ლეგენდის მოწოდების მიუხედავად, რონალდ კუმანს "ბარსელონაში" მშვიდი ცხოვრების იმედი არ აქვს. რონალდ კუმანმა შესანიშნავად იცის, თუ რამხელა წნეხში ექცევა "ბარსელონას" მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი - მთავარ მწვრთნელებს კი გაცილებით უფრო მეტი სანერვიულო აქვთ. "მესის მოწოდების მიუხედავად, არ ვიცი "ბარსელონაში" მშვიდი ცხოვრება მექნება თუ არა. ყოველთვის რაღაც ხდება, ამიტომ მშვიდი ცხოვრების იმედი არ მაქვს. მისასალმებელია, როდესაც კაპიტანი გუნდს ერთობისკენ მოუწოდებს. ვიმედოვნებ ეს ყველაფერი ჩვენზე დადებითად აისახება. მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ მესიმ მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა შეძლოს. აუცილებელია შევქმნათ სისტემა, რომელშიც ფეხბურთელები თავს კომფორტულად გრძნობენ. იმისათვის, რომ მესი ბედნიერი იყოს მატჩები უნდა მოვიგოთ.", - აღნიშნა რონალდ კუმანმა.

სხვა სტატიები