Belive

კუმანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა - ბარსელონა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნიდერლანდელი თავკაცი - რონალდ კუმანი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა მიიღო. ამ დისკვალიფიკაციით კუმანი "ბარსელონას" მოედნიდან მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, თუმცა ამ ფაქტს "ბარსელონა" გაასაჩივრებს. რონალდ კუმანი "გრანადასთან" მატჩის მიმდინარეობისას, მაჩისის გატანილი გოლის დროს, გაბრაზებისა და მსაჯზე შეურაცხყოფის გამო გააძევეს. მატჩის შემდეგ კი მსაჯმა განმარტა თუ რატომ გააძევა კუმანი მოედნიდან: "რონალდ კუმანი გაძევებამდე 2-ჯერ გავაფრთხილე, რომ დამშვიდებულიყო, მან კიდის მსაჯს 2-ჯერ მიაყენა შეურაცხყოფა და უყვიროდა, რადგან იგი არ დამშვიდდა მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეძევებინა მოედნიდან".  "ბარსელონა" 2 მაისს "ვალენსიას" ესტუმრება, 8 მაისს კი მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები