Belive

კუმანი - იუვენტუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "იუვენტუსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. ტურინში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ "ბლაუგრანამ" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კუმანი კმაყოფილია მისი ფეხბურთელების მონდომებით და მიიჩნევს, რომ "ბარსელონამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
"ვფიქრობ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. უპირატესობა გვქონდა და მატჩის სადავეები ჩვენს ხელთ იყო - მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. "იუვენტუსის" წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა უფრო ადრე ვერ შევძელით. არაერთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ანტუანზე იმის თქმა შემიძლია, რომ მას იღბალმა ზურგი აქცია. ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული და უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ჩემი ფეხბურთელები თავდაჯერებულები ასპარეზობდნენ. ეს იყო გუნდური გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ", - აღნიშნა რონალდ კუმანმა.

სხვა სტატიები