Belive

კუმანი პირველი ტრანსფერისთვის ემზადება - მისი სამიზნე ნიდერლანდელი ნახევარმცველია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლეგენდარული ჰოლანდიელი. გუნდის გაძლიერებას უკვე შეუდგა, მან თვალი დაადგა ჰოლანდიელ ნახევარმცველს - ჯორჯინიო ვეინალდუმს. როგორც "Bleacher Reports"-ი იუწყება, კუმანი უკვე სერიოზულად შეუდგა საქმეს და სატრანსფერო პოლიტიკაზე ფიქრი დაიწყო, სწორედ პირველი ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც "ბარსელონა" შეეცდება, ვეინალდუმი იქნება. კუმანსა და ვეინალდუმს ერთმანეთთან ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში უთანამშრომლიათ.

სხვა სტატიები