Belive

კუმანის წასვლის შემთხვევაში ბარსელონას სავარაუდო მწვრთნელები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ჟოან ვეჰილსის ცნობით, "ბარსელონა" მზად არის კლუბიდან დაითხოვოს რონალდ კუმანი, რომელსაც კლუბში ძალიან წარუმატებელი სვლა აქვს. როგორც ცნობილი ხდება, "ბარსელონა" მომავალ მწვრთნელზე უკვე მუშაობს და როგორც კი სხვა მწვრთნელს დაითანხმებენ, ნიდერლანდელი მწვრთნელი კლუბს დატოვებს. კატალონიური კლუბი მომავალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შემდეგ ვარიანტებს განიხილავს: ხავი, ანდრეა პირლო, ანტონიო კონტე და ფილიპ კოკუ. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილმა გამოცემამ AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარკვეულ კლუბის წევრებს აღარ სურთ კუმანთან მუშაობა და მზად არიან, რომ მის კლუბიდან წასვლას მხარი დაუჭირონ. ნიდერლანდელი მწვრთნელის კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც "ბარსელონამ" შინ "გრანადა" ვერ დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

სხვა სტატიები