Belive

კუმანმა ბარსელონაში მემფის დეპაის ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლეგენდარული ჰოლანდიელი. გუნდის გაძლიერებას უკვე შეუდგა, მან თვალი დაადგა ჰოლანდიელ ნახევარმცველს – ჯორჯინიო ვეინალდუმს. როგორც “Bleacher Reports”-ი იუწყება, კუმანი უკვე სერიოზულად შეუდგა საქმეს და სატრანსფერო პოლიტიკაზე ფიქრი დაიწყო, სწორედ პირველი ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც “ბარსელონა” შეეცდება, ვეინალდუმი იქნება. ნიდერლანდელმა თავკაცმა მის თანამემამულეებს დაადგა თვალი და ვეინალდუმის შემდეგ, "ბარსელონას" შეტევის გაძლიერებას - მემფის დეპაით აპირებს. მან უკვე პირადი წინანადადებით მიმართა "ლიონს" და თავად მემფის დეპაის. 26 წლის ჰოლანდიელი შემტევი პირველად "პსვ"-ში 2015/2016 წლების სეზონში გამოჩნდა. მან "პსვ"-ში 93 მატჩი ჩაატარა, სადაც 39 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ კი იგი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 33 მილიონის სანაცვლოდ გადაიყვანა და 2017 წლამდე ითამაშა (33 თამაში, 3 გოლი). "მანჩესტერიდან" კი "ლიონში" გადავიდა, სადაც დღემდე 102 მატჩის ჩატარება შეძლო და თავი გოლით 43-ჯერ გამოიჩინა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" ჰოლანდიელ მწვრთნელებს, კატალონიურ კლუბში ჰოლანდიელი ფეხბურთელების მიყვანა ძალიან უყვართ. ფრენკ რაიკაარდმა "ბარსელონაში" ვან ბრონხოშტი მიიყვანა, რონალდ კუმანი კი მეტად დაინტერესებულია - ჯორჯინიო ვეინალდუმით და მემფის დეპაით.

სხვა სტატიები