Belive

კუმანმა ბარსელონაში მესის შემცვლელი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონაში" მესის ვერავინ შეცვლის - ეს გადაწყვეტილად ვიცით. ეს "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმაც კარგად იცის. თუმცა მისი მოვალეობაა, დამაიმედებელი განცხადება გააკეთოს. ზუსტად მაშინ, როდესაც მესი საფრანგეთისკენ მიფრინავს, Marca-ზე ვკითხულობთ, რომ მესის ჩამნაცვლებლად კუმანი გრიზმანს განიხილავს - რამდენად დამაიმედებელია მისი მოსაზრება, თავად შეაფასეთ.
"მესის წასვლის მიუხედავად, ჩვენ ახალი სეზონის სტარტს დიდი ენთუზიაზმით ველოდებით. ჩვენი გუნდის, ახალშეძენილი ფეხბურთელებისა და მომავალი თაობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ გულშემატკივარს ბევრჯერ გავახარებთ და მაქსიმუმსაც მივაღწევთ.
კუმანს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება მისი გუნდის მაქსიმუმი, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დემორალიზებული გუნდის მართვა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. გუნდის შემტევითი პოტენციალის მთავარ მამოძრავებლად კი ნიდერლანდელი ანტუან გრიზმანს განიხილავს.

"გრიზმანს მესის პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია და დაუმტკიცებია, რომ ეს შესანიშნავად გამოსდის", დაამატა მან.
გრიზმანი "ბარსელონას" 2019 წელს €120 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. 30 წლის ფეხბურთელს გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მასზე გაცილებით მეტი იმედი იყო დამყარებული. რამდენად ჩაანაცლებს მესის გრიზმანი, საკამათო თემაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გრიზმანს თავის პოზიციაზე თამაში იშვიათად უწევდა და მეტწილად, ფლანგი ჰქონდა ჩაბარებული - რეალურად კი, ფრანგი თავს ყველაზე კომფორტულად შეტევის ცენტრში გრძნობს.

სხვა სტატიები