Belive

კუმანმა და ლაპორტამ შეთანხმებას მიაღწიეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოან ლაპორტასა და რონალდ კუმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტა და კუმანი შეთანხმდნენ, რომ 2021/22 წლების სეზონში, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ ნიდერლანდელ სპეციალისტს ვიხილავთ. TV3-ის მტკიცებით, შეხვედრას მატეუ ალემანი და რამონ პლანესიც ესწრებოდნენ. ლაპორტასა და კუმანის შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, თუმცა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რონალდ კუმანი კლუბში რჩება და მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება. "ბარსელონას" პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ კუმანს კლუბის მესვეურები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

სხვა სტატიები