Belive

კუმანმა მიზანს მიაღწია - მემფის დეპაი ბარსელონას უახლოვდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონის "ოლიმპიკის" და ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი მემფის დეპაი უახლოეს მომავალში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს. წყაროს მიხედვით, ძალიან მალე კლუბი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებ. რონალდ კუმანის სასურველმა ფეხბურთელი "ლიონში" 2017 წლის შემდეგ ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება. ამრიგად, კატალონიელებს ფეხბურთელის ხელშეკრულების გამოსყიდვა მოუწევთ და ფრანგულ მხარეს 44 მილიონ ევროს გადაუხდიან. "პსვ ეინდჰოვენის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა შემტევმა "ლიონის" შემადგენლობაში 139 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

სხვა სტატიები