Belive

კურიოზი რუსულ FLASHSCORE-ზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო ანგარიშების ვებ-საიტს, FLASHSCORE-ს, ვებ გვერდი რამდენიმე ენაზე აქვს, მათ შორის არის რუსულიც. FLASHSCORE-ს ქართულ ვარიანტში გუნდების დასახელება ქართულად წერია, რუსულის შემთხვევაში კი ნაწილი გუნდები ინგლისურად, ნაწილი კი რუსულად წერია, თუმცა ჩვენი ინტერესი "კრისტალ პალასმა" გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ რუსულ FLASHSCORE-ზე "კრისტალ პალასი" ნათარგმნია როგორც "Хрустальный Дворец" (ბროლის სასახლე), როგორც ჩანს მთარგმნელებმა არ გაითვალისწინეს რომ გუნდის სახელი პირდაპირ არ უნდა ეთარგმნათ, რადგან კლუბის სახელწოდებები, ისევე როგორც მაგალითად კომპანიების, არ ითარგმნება.
50801683_2298822690164042_5965338003638321152_o

სხვა სტატიები