Belive

კურიოზული დამთხვევა არგენტინის ჩემპიონატში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ჩემპიონატში ორი "სან მარტინი" მოღვაწეობს. ერთ-ერთი არის სან ხუანის “სან მარტინი”, ხოლო მეორე ტუკუმანის “სან მარტინი”. ორივე "სან მარტინმა" ძალიან ცუდი სტარტის გამო გააძევა მწვრთნელები გუნდიდან. რუბენ ფორესტელიო, რომელიც ტუკუმანის “სან მარტინმა” ერთი კვირის წინ გააგდო, გუშინ სან ხუანის “სან მარტინის” მწვრთნელი გახდა, რადგან ორი დღით ადრე, სან ხუანის “სან მარტინიდან” ვალტერ კოიეტე გააგდეს, რომელიც, ასევე გუშინ, ტუკუმანის “სან მარტინის” მწვრთნელი გახდა. 6 ტურის შემდეგ ტუკუმანის “სან მარტინი” 3 ქულით 24-ე ადგილზეა, ხოლო სან ხუანის “სან მარტინი” 5 ქულით 22-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები