Belive

კურიოზული მიზეზი რის გამოც ფანს სტადიონზე შესვლა აეკრძალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარმა "ვესტ ბრომვიჩმა" ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. ინგლისურმა კლუბმა საკუთარ ფანს, კურიოზული მიზეზის გამო, სტადიონზე დასწრება აუკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, "ვესტ ბრომვიჩმა" საკუთარ ფანს სტადიონზე დასწრება მხოლოდ იმიტომ აუკრძალა, რომ ეს უკანასკნელი 18 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს, ტრიბუნაზე ფეხზე იდგა. აღნიშნულ შეხვედრაში "ვესტ ბრომვიჩი" "შეფილდს" დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. კლუბის წარმატების აღნიშვნა, გულშემატკივრისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მას გაურკვეველი ვადით სტადიონზე დასწრება აუკრძალეს.

სხვა სტატიები