Belive

კურტუა ბელგიის ნაკრებზე: ,,ჩვენ ოქროს თაობა არ ვართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიბო კურტუა, არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბოლო პერიოდის ბელგიის ნაკრები ოქროს თაობას წარმოადგენს:

,,ახლა ესპანეთის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ, თუმცა წარმატებებს ,,რეალის'' სხვა ფეხბურთელებსაც ვუსურვებ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატსა და წინა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ თავს არ ვგავდით. ცოტა მრცხვენია. ვნახოთ, რა მოხდება... ზოგი წავა და ზოგი დარჩება. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება, უკვე, მარტში, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.

რთულია საკუთარ თავს ,,ოქროს თაობა'' უწოდო მაშინ, როცა არაფერი მოგიგია. ჩვენ არ ვართ ოქროს თაობა, ჩვენ ვართ თაობა დიდი ნიჭითა და დიდი ფეხბურთელებით. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცოდით, რომ კარგი გუნდი გვყავდა, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობდა.

ჩემი მიზანი მომავალ მუნდიალზე თამაშია. იმედი მაქვს, სანაკრებო კარიერას კარგ ნოტაზე დავასრულებ და არა ახლა,'' - კურტუას სიტყვებს As-ი ციტირებს.

ბელგიის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა. ,,წითელმა ეშმაკებმა'' წინა მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სხვა სტატიები