Belive

კურტუა: "შეიძლებოდა, რომ უფრო დიდი ანგარიშით წაგვეგო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" მეკარემ, ტიბო კურტუამ "ელ კლასიკოში" განცდილი მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ფეხბურელის აზრით, შესაძლებელი იყო, რომ უფრო დიდი ანგარიში დაფიქსირებულიყო.
"ისე არ ვითამაშეთ, როგორც ამას "რეალის" ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე. მეტოქე ზონებს გამუდმებით პოულობდა, ჩვენ კი მოედანზე ბოლომდე კონცენტრირებულები არ გამოვედით. პირველი ორი გოლი უყურადღებობის გამო გავუშვით. მეორე ტაიმში გამოვედით მოედანზე და გვჯეროდა, რომ მატჩის შემოტრიალება შეგვეძლო, მაგრამ ვალვერდეს მომენტის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ დავმარცხდით. "რეალმა" მეორე ტაიმში ბრძოლა უბრალოდ შეწყვიტა - "ბარსელონას" კიდევ მეტის გატანა შეეძლო და შედეგი ჩვენთვის, შესაძლოა, გაცილებით მძიმე ყოფილიყო", - ამბობს კურტუა.  

სხვა სტატიები