კურტუა | ვითამაშეთ იმიტომ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს

UEFA-ს ერთა ლიგის მესამე ადგილისათვის მატჩში, იტალია ბელგიას დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების კიპერმა – ტიბო კურტუამ UEFA და FIFA მწვავედ გააკრიტიკა. კურტუას მტკიცებით, ფეხბურთელებს თამაში მხოლოდ იმიტომ მოუწიათ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს.

“გულწრფელად გეტყვით, რომ ეს მატჩი მხოლოდ მეტი ფულის საშოვნელად ჩატარდა – ვითამაშეთ იმიტომ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს. დააკვირდით, როგორ შეცვალა ორივე ნაკრებმა ძირითადი შემადგენლობა. ფინალში გასვლის შემთხვევაში, სრულაიდ სხვა ფეხბურთელები ითამაშებდნენ. ეს ყველაფერი ნათლად ასახავს, რომ ძალიან ბევრ მატჩს ვატარებს”, – აღნიშნავს ტიბო კურტუა.

(318)

კურტუა | ვითამაშეთ იმიტომ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს

სტატიის ავტორი
-