კურტუას ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა 

მადრიდის “რეალის” მეკარეს ტიბო კურტუას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

28 წლის გოლკიპერმა ტესტი ბელგიის ნაკრების შეკრებაზე ჩაიტარა, სადაც მან დადებითი პასუხი მიიღო.

ბელგიური მედიის ცნობით, კურტუას ზუსტი მდგომარეობას მას მერე გასაჯაროვდება, რაც ის სისხლის ანალიზის პასუხს მიიღებს.

ამ შემთხვევაში, მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილ კარის დარაჯს ეროვნული გუნდის დახმარება ვეღარ შეეძლება და ის დანიისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ, შესაბამისად 5 და 8 სექტემბერს ჩასატარებელ მატჩებს გამოტოვებს.

კურტუა “სამეფო კლუბში” 2018 წლის ზაფხულში, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 78 მცდელობიდან 31-ში კარი მშრალად შეინახა. მან “ბლანკოსების” მაისურით ლა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

(2)

კურტუას ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა 

სტატიის ავტორი
-