Belive

კვარა დაბრუნდა - ხვიჩამ დასვენების დღესაც ივარჯიშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიური გამოცემების "RomaPress" და "La Repubblica"-ზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და იგი ვარჯიშს უკვე დაუბრუნდა.

ბოლო ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრა და 0:2 გაიმარჯვა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს დაუბრუნდა.

ორშაბათს "ნაპოლის" მთავარმა მწრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, კლუბს დასვენების უფლება მისცა, თუმცა ქართველი ვარსკვლავი ბაზაზე მარტო მივიდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა.

იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და "რომას" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

"ნაპოლი" "რომას" დაპირისპირება 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები