Belive

კვარას მენეჯერი მილანში ჩადის - კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები იწყება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი ნიკოლა შირა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მასსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება.

შირას მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, 21 წლის ქართველი ვარსკვლავის მენეჯერი, მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში მილანში გაემგზავრება, სადაც არსებული კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. იგი 4 იანვარს, "სან სიროზე" გასამართ "ინტერისა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას დაესწრება, მომდევნო დღეებში კი ტრანსფერის ერთ-ერთ შუამავალ კრისტიან ძაკარდოსთან ერთად შეხვედრებს გამართავს. შირას ვერსიით, განახლებულ კონტრაქტში ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაზრდილი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები