Belive

"კვარას სკამზე დაბრუნება ვთხოვე, მისი შემრცხვა" - სპალეტი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირება შედგა. ლეგენდარული დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ლიდერებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების შესაძლებლობა მისცა. ვარსკვლავების არ ყოფნის მიუხედავად, "ნაპოლიმ" მეტოქე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

Area Napoli ლუჩანო სპალეტის სიტყვებს ციტირებს, სადაც იტალიელი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ნეაპოლიტანური კლუბის მენეჯერი აღნიშნავს, რომ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას შეყვანა სურდა, თუმცა, "ნაპოლის" მე-3 გოლის შემდეგ, მისი დასვენება გადაწყვიტა.

"სპალეტიმ კვარაცხელიას დაუძახა, რათა მოედანზე შესასვლელად მომზადებულიყო: "მზად ხარ, მოდი", – დაიძახა სპალეტიმ, თუმცა, როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, სპალეტიმ კვარაცხელიას შეყვანა გადაიფიქრა და გადაწყვიტა ჯაკომო რასპადორის ნაცვლად მოედანზე ძერბინი შეეყვანა".

"ქართველმა საუკეთესო პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მოედანზე შესვლა სურდა, თანხმობის ნიშნად სპალეტის თავი დაუქნია და აჩვენა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. ამ უმნიშვნელო დეტალებშიც შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ეს გამარჯვებული გუნდია“, – აღნიშნავს Area Napoli.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტიმ კიდევ ერთხელ განმარტა გადაწყვეტილება.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მოედანზე კვარაცხელიას შეყვანა მინდოდა, რადგან ბურთის ბურთის დაჭერა მინდოდა. "რეინჯერსის" კარში მესამე გოლიც გავიტანეთ კვარას ვთხოვე, ისევ დამჯდარიყო. მან ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო. სიმართლე გითხრათ, მასთან შემრცხვა. ჩემს კარიერაში მსგავსი რამ თითქმის არასდროს მომხდარა“.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, ხვიჩა კვარაცხელიასა და კამპანიას, ურთულესი გამოცდის ჩაბარება 2 ნოემბერს მოუწევთ. პირველი ადგილისათვის ბრძოლაში, უკანასკნელ ტურში "ლივერპული" ნეაპოლელებს "ენფილდზე" დაუხვდება.

სხვა სტატიები