Belive

კვარაცხელია ბრუნდება - ხვიჩა დინამო ბათუმის წინააღმდეგ ითამაშებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზანის "რუბინის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. უდიდესი ალბათობით, 20 წლის ფეხბურთელი მონაწილეობას თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ზამთრის შეკრების მომდევნო ამხანაგურ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" წინააღმდეგ მიიღებს. ის, რომ ხვიჩა მოედანს მალე დაუბრუნდება, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ასისტენტმა, ოლეგ ვერეტნიკოვმა დაადასტურა.
"ხვიჩამ მთავარ გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა, თუმცა სამედიცინო მიზეზების გამო ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშია. ამავე მიზეზით არ უთამაშიათ ლისაკოვიჩს და კუჭაევს. სამივე მათგანი, ვბფიოქრობ ბათუმელებთან შეხვედრაში დაგვეხმარებიან", - ამბობს ოლეგ ვერეტნიკოვი.​
ხვიჩა კვარაცხელიას 2021 წლის 11 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მას შემდეგ "რუბინმა" ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმის "დინამოსა" და ყაზანის "რუბინის" დაპირისპირება 8 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები