Belive

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერებს შორისაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება.

UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე შევხვდებით სტატისტიკას, სადაც ხვიჩა სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, რაც მესამე საუკეთესო შედეგია. "კვარადონაზე" უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ვინისიუსსა და რობერტ ლევანდოვსკის აქვთ. პოლონელმა და ბრაზილიელმა შემტევებმა 25-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ. აღსანიშნავია, რომ "რეალის" თავდამსხმელმა ეს შედეგი 6 მატჩში დააფიქსირა, ხოლო ლევანდოვსკიმ და კვარამ 5 შეხვედრაში.


Capture-5

იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელია ფენომენალურად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში, კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები