Belive

კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვიან 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბოლო ტურის მატჩამდე, ყაზანის "რუბინმა", რომელშიც ორი 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა დაიწყო. "რუბინმა" ის 6 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც ამ სეზონში თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინეს, მათ შორის საუკეთესოს არჩევა კი გულშემატკივარს მიანდო. სასიხარულოა, რომ ექვსეულში ორივე ქართველი შემტევი მოხვდა, რომელთათვის ხმის მიცემაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. კვარაცხელიამ ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 27-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შეეხება დავითაშვილს, მისი მონაგარი 25 შეხვედრაში შეგდებული 2 ბურთია.

null

null

სხვა სტატიები