Belive

კვარაცხელია: "რეალური შემოთავაზებები არის, რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში წლის ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

სეზონის შეფასება:

„ჩემი აზრით, 2020 წელი ჩემთვის ცუდი არ იყო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. ფეხბურთელი არ შეიძლება კმაყოფილი იყოს. მეც ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონი უკეთ ვითამაშო“, – განაცხადა გადაცემა „ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიამ.

19 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო თემაზეც ილაპარაკა:

„მე არ მეგონა, რომ ნაკრებში ლიდერი ვიქნებოდი. როდესაც გუნდში ერთ-ერთი ლიდერი კანკავაა, 19 წლის ბიჭმა არ იქნება მართებული, ლიდერობაზე იფიქროს. მე ვუყურებდი, ვსწავლობდი და ვცდილობდი, ნაკრებს გამოვდგომოდი. ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და როდესაც პირველად გამომიძახეს, ოცნების ახდენა იყო, რადგან მცირე ხნის წინ მეც გულშემატკივრებში ვიყავი. ოცნებებიც ხდება“.

ხვიჩამ ისაუბრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზეც, რომელიც კორონავირუსის გამო გამოტოვა:

„ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი ამბავი იყო. როცა 4 თვე ცდილობ, გარეთ არ გახვიდე, ყველაფერს გვედზე გადადებ და როცა მითხრეს, რომ არ ვითამაშებდი ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება და შოკი. უპირველესად ნაკრებს გულშემატკივარი დააკლდა და გაუმართლებლობაც იყო“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი:

"იყო ჭორები და ასევე არსებობდა რეალური შემოთავაზებები, რომლებიც ახლაც განიხილება. მაქვს ჩემი გეგმები, რომლებსაც რუსეთს არ ვუკავშირებ. აქ დარჩენას არ ვაპირებ."

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები