Belive

"კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია" - ინგლისელი ფანები კვარას შესახებ!

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობენ. ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში კიდევ ერთი განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა. კვარა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რიგ ეპიზოდებში დაჯაბნა. ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა ოფსაიდის გამო გოლი გაუქმდა.

მატჩის საწყის წუთებშივე, კვარამ ეფექტური მოძრაობით ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჩამოიშორა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იბუ კონატემ ხელი ჰკრა და წააქცია. აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა კვარას ეპიზოდი უყურადღებოდ გაატარა და საქმეში არვ VAR-ი ჩაერთო.

კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსი იურგენ კლოპს უყურადღებოს დარჩენია, რომელმაც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კვარასა და ტრენტზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ის კარგი ფეხბურთელია – ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ამიტომ რთულია რომელიმეს გამორჩევა. ვიცი, რომ ისაუბრებთ რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, როცა ტრენტი მის წინააღმდეგ დასწრებაზე გაისარჯა. გეტყვით, რომ კვარა კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ფეხბურთელი. ის სწრაფია და როდესაც მოძრაობას იწყებს, მის წინ უნდა იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთი მცველის დახმარება დაგჭირდება. კვარას შეუძლია როგორც ფლანგზე თამაში, ისე უკან დახევა და ცენტრში გადასვლა. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრენტმა მის წინააღმდეგ კარგად ითამაშა”, – იურგენ კლოპი.

კლოპი არ აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც კვარას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანდა. სოციალურ ქსელებში, "ლივერპულის" ფანებმა კვარას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და "ლივერპულის" მესვეურებს პირდაპირ მიანიშნეს, რომ პრემიერ ლიგის გრანდში ქართველი ვარსკვლავის ხილვა სურთ.

"კვარაცხელია სხვა დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ "ნაპოლი" ევროსარბიელზე წარმატებულად იასპარეზებს. ნეაპოლელთა გასაოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელები, კლოპის ეპოქის დასაწყისის "ლივერპულს" მაგონებენ".

"ვიცი, რომ "ლივერპული" უკვე დასრულდა. მატჩს ფაქტიურად, მხოლოდ კვარაცხელიას გამო ვუყურებ".

"კვარას დამატება მსურს. მიუხედავად იმისა, რომ მის პოზიციაზე ფეხბურთელის მოყვანა არ გვჭირდება"

"ჩვენ ის გვჭირდება".

სხვა სტატიები