Belive

კვარაცხელია TOP 5-ში - ხვიჩა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა გამოარჩიეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ გამოცემა, "სპორტ ექსპრესის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა. 20 წლის ქართველმა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისგან 70 ქულა მიიღო, რაც TOP 5-ში მოსახვედრად საკმარისი გამოდგა. გეტყვით, რომ 222 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა "ზენიტის" ირანელმა თავდამსხმელმა, სერდარ აზმუნმა. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში "რუბინის" მაისური 23-ჯერ მოირგო - გაიტანა 4 და შეასრულა 8 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები