Belive

კვარაცხელია ტრავმირებულია | ხვიჩა სექტემბრის სანაკრებო თამაშებს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის თვეში 3 მატჩს ჩაატარებს, საიდანაც ორი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაა, ხოლო ბულგარეთის ნაკრებს ამხანაგურ დაპირისპირებაში შევერკინებით. პირველ შეხვედრას ეროვნული ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. 5 სექტემბერს ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასვლითი მატჩი გვექნება, ხოლო 8 სექტემბერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქართველები ბულგარელებს გაუწევენ ოპონირებას. სამწუხაროდ, ზემოთხსენებულ მატჩებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ხვიჩას არ ყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა. კვარაცხელიას არ ყოფნა ნაკრებისათვის უმნიშვნელოვანესი დანაკლისია, წინა სეზონში, 20 წლის მარცხენა ფლანგის ვინგერმა ყაზანის “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლადდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია “ჯვაროსნებს” მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა

სხვა სტატიები