Belive

კვარაცხელიამ დინამო ბათუმში პირველად ივარჯიშა | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმში" გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს პირველად ივარჯიშა. ხვალ გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩს "თელავთან" გამართავს. ხვიჩა ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, კვარაცხელია მინდორზე არა საწყისი წუთებიდან, არამედ, შეხვედრის ბოლო წუთებზე გამოვა.
როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა. 21 წლის ფეხბურთელმა "დინამო ბათუმთან" ხელშეკრულება გააფორმა. იტალიური მედიის თანახმად, კვარაცხელია "ნაპოლის" სურს.

სხვა სტატიები