Belive

კვარაცხელიას გამო, ლოკომოტივის გულშემატკივრები ხელმძღვანელობას პროტესტს უცხადებენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის შესახებ განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის მიზეზი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებაა. "კიკნაძის მეთაურობით, კლუბი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. პერსპექტიული ფეხბურთელის შენარჩუნება გენერალურმა დირექტორმა ვერ შეძლო და ამაში აგენტები დაადანაშაულა. ამავე დროს, კვარაცხელია, სიომინი და ფეხბურთელის აგენტი ამბობენ, რომ ფეხბურთელს "ლოკომოტივში" დარჩენა სურდა. სელექციონერებმა და სპორტის განყოფილებამ ვერ შეძლეს ადეკვატური შეფასება მოთამაშის პოტენციალისა, რაც ეჭვს იწვევს ახალ მოთამაშეთა შესახებ მიღებულ ყველა შემდგომ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. დღეის მდგომარეობით, ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 7.5 მილიონი ევროა", - წერია დედაქალაქური კლუბის განცხადებაში. კვარაცხელია ზედიზედ მესამედ “რუბინის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები