Belive

კვარაცხელიას მორიგი აღიარება | ქართველი საუკეთესო თერთმეტეულშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო სპორტულ მედიაში სულ უფრო აქტუალური ხდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს.

ქართველი გარემარბის სტატისტიკური მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგანაც ხვიჩა არაერთ კომპონენტში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს.

პოპულარული სტატისტიკური მონაცემების საიტი Whoscored.com სერია A-ს გასული კვირის საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიც არის წარმოდგენილი.


313821807_800165181094552_6049135398830035421_n

ქართველი ფეხბურთელის მაჩვენებელი 10-ბალიანი სისტემიდან 8.6-ია, რაც საუკეთესო თერთმეტეულში მესამე მაჩვენებელია - მასზე წინ მხოლოდ ჰაკან ჩალჰანოღლუ (8.9) და ვიქტორ ოსიმენი (9.7) არიან.

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში კვარაცხელიას "ნაპოლი", 32 ქულით, პირველ პოზიციაზეა, უახლოეს მდევარ "ატალანტას" კი 5 ასწრებს. სერია A-ს ეგიდით ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სწორედ ხსენებულ, უშუალო კონკურენტთან, "ატალანტასთან" გამართავს. იქამდე კი ქართველი ფეხბურთელი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ენფილდზე, "ლივერპულის" წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები