Belive

კვარაცხელიას მორიგი შთამბეჭდავი თამაში რუბინში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში "რუბინმა" შინ "როსტოვს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მორიგი საოცარი თამაში ჩაატარა. 19 წლის ქართველი ვინგერი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას გოლი არ გაუტანია, მან მეტოქის კარში უამრავი საგოლე მომენტი შექმნა და "როსტოვთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობისთვის სტუმართა 5 ფეხბურთელი დაისაჯა ყვითელი ბარათით. ქართველი ფეხბურთელი იმდენად ტექნიკურად ატყუებდა "როსტოვის" მცველებს, რომ მისი შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით იყო შესაძლებელი.  

სხვა სტატიები