“კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი დღეს ბევრი არ არის” – რუსი მწვრთნელი ქართველ ტალანტზე საუბრობს 

გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა ანდრეი კობალევმა, რომელიც წარსულში მოსკოვის “დინამოს” და სამარას “კრილია სოვეტოვს” წვრთნიდა, ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

დღეს, ერთ-ერთი ის მოთამაშე, რომლის პროგრესიც აშკარაა, არის ხვიჩა კვარაცხელია “რუბინიდან“. თქვენ ხედავთ, რომ ფეხბურთი ახლა უფრო ქმედითი თამაში ხდება. ყველამ უნდა იშრომოს ბევრი, მიიღოს ბურთი, შევიდეს ორთაბრძოლაში და ირბინოს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ასეთ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტაა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც არაჩვეულებრივად თამაში შეუძლია.

სამწუხაროდ, ახლა ასეთი ბევრი მოთამაშე არ გვყავს. თუ ადრე ისინი საკმარისად იყვნენ, დღეს ისინი სულ უფრო ნაკლებად არიან. “ცსკა-ში” ასეთი არის ალან ძაგოევი, როდესაც ის შესანიშნავ ფორმაშია, ნიკოლა ვლაშიჩი, რომელსაც საჯარიმოს გარეთ თამაში შეუძლია და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც აფეთქება და ერთი დარტყმით ან ერთი მოძრაობით თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ისინი ალუბლის ნამცხვრებივით არიან”, – თქვა 52 წლის რუსმა მწვრთნელმა.

კვარაცხელია ზედიზედ მესამედ “რუბინის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.

(274)

“კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი დღეს ბევრი არ არის” – რუსი მწვრთნელი ქართველ ტალანტზე საუბრობს 

სტატიის ავტორი
-